ინტერაქტიული პრეზენტაცია PowerPoint-ის გამოყენებით.
კლასი: VII
საგანი: ისტორია
ჩამოტვირთვის შემთხვევაში მსოფლიოს საოცრებების, რუკაზე ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ისარი გაჩვენებთ თუ სად მდებარეობდა აღნიშნული საოცრება.
გაკვეთილის თემა
| |
საგანი
მასწავლებლის სახელი გვარი
|
ისტორია
ლია გიგაური
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საშუალო
VII
|
მოსწავლეთა პროფილი
|
12 მოსწავლე
|
მიზანი
|
მოსწავლეები იმსჯელებენ ლუი XIV -ის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე. იმსჯელებენ ლუი XIV -ის, პოლიტიკური მოღვაწის, მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში;
მოსწავლეებს განუვითარდებათ მსჯელობის, წყაროზე მუშაობის, ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
|
ესგ-ის მისაღწევი შედეგები
|
ისტ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.
ისტ. VII 4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია შუა საუკუნეების მიწურულისა და ახალი დროის დასაწყისის საფრანგეთის ისტორიის , კარდინალ რიშელიესა და ლუი XIII-ის მმართველობის შესახებ.
მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია სახელმწიფოს მმართველობის ფორმის- მონარქიის შესახებ.
|
აქტივობა
|
აქტივობა 1. დრო: 2 წუთი
კლასის ორგანიზება: საერთო საკლასო მუშაობა;
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს, გაკვეთილის მიზანს გამოიტანს PowerPoint -ის სლაიდზე, ხოლო შეფასების კრიტერიუმებს და ქცევის წესებს გააკრავს დაფაზე. დააკავშირებს გაკვეთილის მიზანს თემის გრძელვადიან მიზნებთან.
აქტივობა 2. დრო: 5 წუთი
წინარე ცოდნის გააქტიურება.
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო მუშაობა
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს დაუსვამს კითხვებს განვლილი მასალიდან .
კითხვები:
1. როგორი მმართველობის ფორმა იყო საფრანგეთში XVII ს-ის დასაწყისში.
2. გაიხსენეთ როგორი პოლიტიკური ვითარება იყო საფრანგეთში XVII ს-ის დასაწყისში.
3. რა შედეგი მოყვა კარდინალ რიშელიეს და ლუი XIII - ის მმართველობას საფრანგეთში?
აქტივობა 3. დრო:13 წუთი
სიღრმისეული წვდომა
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო მუშაობა;
მინი პრეზენტაციის საშუალებით მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ახალ მასალას თემიდან ლუი XIV . ახალი მასალის გაცნობისას იყენებს PowerPoint -ის საპრეზენტაციო პროგრამას რის მეშვეობითაც მოსწავლეებს გაუადვილდვილებს თემის გაგება-გააზრებას. მოსწავლეებს აჩვენებს ლუი XIV-ის , კარდინალ მაზარინის, საფრანგეთში არსებული სამი წოდების ადამიანების პორტრეტებს, ლუვრს, ვერსალის სასახლეს, ესპანეთის, საფრანგეთის, კანადის, ლუიზიანის, ვესტ-ინდოეთის თემატურ რუკებს.ამახვილებს ყურადღებას ვესტ-ინდოეთზე რათა მოსწავლეებს არ აერიოთ ის ოსტ-ინდოეთში. მასწავლებელი პრეზენტაციისას აგრეთვე იყენებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკას. მასწავლებელი აძლევს უცხო სიტყვების განმარტებას (აბსოლუტიზმი, ჰეგემონია)
პრეზენტაციის მსვლელობისას შეეხება შემდეგ თემებს:
1. სახელმწიფოს მმართველობის სხვადასხვა ფორმები;
2. ლუი XIV-ის მეფობა - აბსოლუტიზმის განვითარების მწვერვალი;
3. ლუი XIV-ის საშინაო პოლიტიკა.
4. ლუი XIV-ის საგარეო პოლიტიკა , საფრანგეთის ჰეგემონია ევროპაში (ომები, კოლონიალური პოლიტიკა);
5. ლუი XIV-ის ცხოვრების წესი.;
6. სასახლეებისა და ბაღების ქალაქი ვერსალი;
7. საფრანგეთის მოსახლეობის მდგომარეობა ლუი XIV-ის მმართველობის დროს
აქტივობა: 4 დრო:5 წუთი
პრეზენტაციის ბოლოს , ლუი XIV-ის ეპოქის, ცხოვრების წესის უკეთ გაცნობის მიზნით მოსწავლეებს აჩვენებს ორწუთიან დოკუმენტურ ფილმს „ვერსალის სასახლე“.
მოსწავლეები მსჯელობენ ნანახის შესახებ.
აქტივობა 5 დრო: 5 წუთი
წყაროს ანალიზი
კლასის ორგანიზების ფორმა: წყვილებში
თემის უკეთ გაგება -გააზრების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ისტორიულ წყაროს, სთხოვს წაიკითხონ . წყაროში თავმოყრილია ლუი XIV-ის გამონათქვამები და ამ გამონათქვამების მიხედვით შექმნან მეფე ლუი XIV -ის სიტყვიერი პორტრეტი.
ლუი XIV -ის გამონათქვამები:
„ქვეშევრდომებს არ გააჩნიათ სურვილები მათ მხოლოდ მოვალეობა აკისრიათ“;
„ჩემთვის ყველა ხარჯი აუცილებელია“;
„სახელმწიფო მე ვარ“
კანონის დასამტკიცებლად მეფე წერდა: “ასეთია ჩემი ნება -სურვილი“
„მეფე მზე“
აქტივობა 6. დრო :3 წთ.
წყაროს ანალიზის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გააკეთონ პეზენტაცია.
აქტივობა 7. დრო: 7 წუთი
რეფლექსია
ორგანიზების ფორმა: საკლასო მუშაობა;
თემის შეჯამების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს მის მიერ ახსნილი მასალიდან სთხოვს მოსწავლეებს დაკავშირონ მოვლენები და ფაქტები ერთმანეთს. თვალსაჩინოებისთვის კითხვები გამომაქვს სლაიდზე. მოსწავლეები აგრეთვე იყენებენ მსოფლიო პოლიტიკურ რუკას.
კითხვებია:
1. რას ნიშნავს აბსოლუტიზმი?
2. რომელი მეფის დროს მიაღწია საფრანგეთში აბსოლუტიზმმა განვითარების უმაღლეს მწვერვალს?
3. რით განსხვავდება აბსოლუტური მონარქია სახელმწიფოს მმართველობის სხვა ფორმებისაგან მაგალითად მონარქიისგან?;
4. როგორი იყო მეფე ლუი XIV-ის საშინაო პოლიტიკა;
5. რატომ ააგო მეფე ლუი XIV პარიზის მახლობლად ვერსალის სასახლე?
6. როგორი იყო ლუი XIV-ის საგარეო პოლიტიკა;
7. იმსჯელეთ რა შედეგი მოუტანა საფრანგეთს ლუი XIV-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკამ?
8. იმსჯელეთ აბსოლუტური მონარქიის დადებით და უარყოფით მხარეებზე. როგორ შეაფასებთ აბსოლუტურ მონარქიას როგორც მმართველობის ფორმას.
აქტივობა 8 დრო: 1 წუთი
საშინაო დავალება:
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას და განუმარტავს როგორ უნდა შეასრულონ: სთხოვს მოსწავლეებს წიგნში არსებულ რუბრიკაზე , ეს საინტერესოა (გვ214) და მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით დაწერონ თემა „სულხან საბა ორბელიანის ელჩობა ლუი XIV-ის კარზე“. მოიძიონ მუხრან მაჭავარიანის ლექსი „საბა“.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს საშინაო დავალება გადაუგზავნონ პროგრამა edmodo-ზე სადაც ის მათ მისცემს/დაუწერს კომენტარს.
აქტივობა 9 დრო: 1 წუთი
რუბრიკაზე დაყრდნობით მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმსაზღვრელ შეფასებას, ხოლო განმავითარებელ შეფასებას აძლებს გაკვეთილის მსვლელობისას
აქტივობა10. დრო:3 წუთი
წყვილებში მუშაობის შესაფასებლად გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს შესავსებად თვითშეფასების რუბრიკას
|
ორგანიზება
|
ინდივიდუალური, საერთო საკლასო მუშაობა,წყვილები, მინი პრეზენტაცია.
|
რესურსი
|
თემატური რუკა, კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ინტერნეტრესურსი (დოკ. ფილმი „ვერსალი“ https://www.youtube.com/watch?v=tUvqLhx4sjw).
თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი წყარო,
PowerPoint -კომპიუტერული საპრეზენტაციო პროგრამა
|
შეფასება
|
განმავითარებელი ( გაკვეთილის მსვლელობისას), განმსაზღვრელი (დანართი 1.), მოსწავლეების თვითშეფასების რუბრიკა (დანართი 2)
|
კრიტერიუმი
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
| |
1
|
მოვლენების და თარიღების ქრონოლოგია
|
ვერ ალაგებს მოვლენებსა და თარიღებს
|
ცდილობს დაალაგოს მოვლენები და თარიღები
|
ნაწილობრივ ალაგებს მოვლენე ბსადა თარიღებს
|
ალაგებს მოვლენებს და თარიღებს , მაგრამ ვერ ხსნის
|
ალაგებს , განმარტავს, ასაბუთებს მოვლენებსა და თარიღებს
|
2
|
რუკის,
ისტორიული საშუალებების გამოყენება
|
ვერ მოიპოვებს ინფორმაციას
|
ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია
|
ნაწილობრივ შეუძლია ინფორმაციის მოპოვება
|
მოიპოვებს ინფორმაციას , მაგრამ არ შეუძლია, განმარტება და ანალიზი
|
შეუძლია ინფორმაციის მოპოვება , ანალიზი, განმარტება
|
3
|
ცნებებისა და ტერმინების გამოყენება
|
არ შეუძლია ცნებებისა და ტერმინების გამოყენება
|
ცდილობს გამოიყენოს ცნებები და ტერმინები
|
ნაწილობრივ შეუძლია ცნებებისა და ტერმინების გამოყენება
|
ასახელებს ტერმინებს ცნებებს, თუმცა სრულად უჭირს მათი განმარტება
|
განმარტავს და ადეკვატურად იყენებს ცნებებს/ტერმინებს
|
4
|
თანამშრომლობა
|
არ თანამშრომლობს
|
პასიურია, იშვიათად თანამშრომლობს
|
მეტწილად ინდივიდუალურად მუშაობს
|
აქვს პოზიცია , მაგრამ ცდილობს თავისი აზრის მოხვევას
|
თანამშრომლობს, იზიარებს, წარმოადგენს ერთობლივ ოზიციას
|
5
|
საკლასო ჩართულობა
|
არაა ჩართული საკლასო აქტივობებში
|
ხანდახანაა ჩართული საკლასო აქტივობებში, იშვიათად პასუხობს
|
აქტიურობს , მაგრამ პასუხები არასეორია
|
აქტიურია, მაგრამ პასუხები მოიცავს უზუსტობებს
|
აქტიურია, პასუხები კარგად არის ჩამოყალიბებული
|
6
|
მოსმენა
|
არ ისმენს გაკვეთილს
|
პერიოდულად ისმენს, უყურადღებოა
|
ისმენს , მაგრამ ვერ გადმოსცემს მოსმენილს
|
ისმენს , მაგრამ უჭირს გამართულად აზრის ჩამოყალიბება
|
ისმენს , გადმოსცემს მოსმენილს,აყალიბებს აზრს გამართულად
|
კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის (წყვილის) მუშაობაში
| |||
ვიცავდი ჯგუფში (წყვილის) მუშაობის წესებს
| |||
ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი
| |||
ჯგუფის(წყვილის) პრეზენტაცია იყო ორიგინალური და შეესაბამებოდა მოთხოვნას
| |||
დაცული იყო დროის ლიმიტი
|