четверг, 9 мая 2019 г.

გაკვეთილის თემა: ლუი XIV

 კლასი:VII
საგანი: ისტორია







   გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
საგანი
მასწავლებლის სახელი გვარი
ისტორია
ლია გიგაური
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო
VII
მოსწავლეთა პროფილი
12 მოსწავლე
მიზანი
   მოსწავლეები იმსჯელებენ  ლუი XIV -ის მიერ არჩეული   საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე. იმსჯელებენ ლუი XIV -ის,  პოლიტიკური მოღვაწის, მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში;

 მოსწავლეებს განუვითარდებათ  მსჯელობის,  წყაროზე მუშაობის, ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობის, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

 ესგ-ის მისაღწევი შედეგები
ისტ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.
ისტ.  VII 4.  მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

წინარე ცოდნა
მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია შუა საუკუნეების მიწურულისა და ახალი დროის დასაწყისის საფრანგეთის ისტორიის , კარდინალ რიშელიესა და ლუი XIII-ის მმართველობის შესახებ.
მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია სახელმწიფოს მმართველობის ფორმის- მონარქიის შესახებ.



აქტივობა
აქტივობა 1.                                                                        დრო: 2 წუთი
კლასის ორგანიზება: საერთო საკლასო მუშაობა;
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ,  მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს  გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს, გაკვეთილის მიზანს  გამოიტანს PowerPoint -ის სლაიდზე, ხოლო შეფასების კრიტერიუმებს და ქცევის წესებს გააკრავს დაფაზე. დააკავშირებს გაკვეთილის მიზანს თემის გრძელვადიან მიზნებთან.

აქტივობა 2.                                                                         დრო: 5 წუთი
წინარე ცოდნის გააქტიურება.
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო მუშაობა
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს დაუსვამს კითხვებს განვლილი მასალიდან .
კითხვები:
1.       როგორი მმართველობის ფორმა იყო საფრანგეთში XVII  ს-ის დასაწყისში.
2.       გაიხსენეთ როგორი პოლიტიკური ვითარება იყო საფრანგეთში XVII  ს-ის დასაწყისში.
3.       რა შედეგი მოყვა კარდინალ რიშელიეს და ლუი XIII - ის  მმართველობას საფრანგეთში?

აქტივობა 3.                                                                        დრო:13 წუთი
 სიღრმისეული წვდომა
კლასის ორგანიზების ფორმა:  საერთო საკლასო მუშაობა;

 მინი პრეზენტაციის საშუალებით მასწავლებელი  მოსწავლეებს აცნობს ახალ მასალას  თემიდან ლუი XIV . ახალი მასალის გაცნობისას  იყენებს  PowerPoint -ის  საპრეზენტაციო პროგრამას  რის მეშვეობითაც მოსწავლეებს    გაუადვილდვილებს  თემის გაგება-გააზრებას.  მოსწავლეებს აჩვენებს ლუი XIV-ის , კარდინალ მაზარინის, საფრანგეთში არსებული სამი წოდების ადამიანების  პორტრეტებს, ლუვრს, ვერსალის სასახლეს, ესპანეთის, საფრანგეთის, კანადის, ლუიზიანის, ვესტ-ინდოეთის თემატურ რუკებს.ამახვილებს ყურადღებას ვესტ-ინდოეთზე რათა მოსწავლეებს არ აერიოთ ის ოსტ-ინდოეთში.  მასწავლებელი პრეზენტაციისას  აგრეთვე იყენებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკას. მასწავლებელი  აძლევს უცხო სიტყვების განმარტებას (აბსოლუტიზმი, ჰეგემონია)
პრეზენტაციის მსვლელობისას შეეხება შემდეგ  თემებს:
1.       სახელმწიფოს მმართველობის სხვადასხვა ფორმები;
2.       ლუი XIV-ის მეფობა - აბსოლუტიზმის განვითარების მწვერვალი;
3.       ლუი XIV-ის საშინაო პოლიტიკა.
4.       ლუი XIV-ის საგარეო პოლიტიკა , საფრანგეთის ჰეგემონია  ევროპაში (ომები, კოლონიალური პოლიტიკა);
5.       ლუი XIV-ის ცხოვრების წესი.;
6.       სასახლეებისა და ბაღების ქალაქი ვერსალი;
7.        საფრანგეთის მოსახლეობის მდგომარეობა ლუი XIV-ის მმართველობის დროს


აქტივობა: 4                                                                               დრო:5 წუთი
 პრეზენტაციის ბოლოს , ლუი XIV-ის  ეპოქის, ცხოვრების წესის  უკეთ გაცნობის მიზნით მოსწავლეებს აჩვენებს  ორწუთიან დოკუმენტურ ფილმს „ვერსალის სასახლე“.
მოსწავლეები მსჯელობენ  ნანახის შესახებ.


აქტივობა 5                                                                            დრო: 5 წუთი
 წყაროს ანალიზი
კლასის ორგანიზების ფორმა: წყვილებში
თემის უკეთ გაგება -გააზრების მიზნით  მასწავლებელი  მოსწავლეებს ურიგებს ისტორიულ წყაროს, სთხოვს წაიკითხონ . წყაროში თავმოყრილია ლუი XIV-ის გამონათქვამები და ამ  გამონათქვამების მიხედვით   შექმნან მეფე ლუი XIV -ის  სიტყვიერი პორტრეტი. 
ლუი XIV -ის  გამონათქვამები:
„ქვეშევრდომებს არ გააჩნიათ სურვილები მათ მხოლოდ მოვალეობა აკისრიათ“;
„ჩემთვის ყველა ხარჯი აუცილებელია“;
 „სახელმწიფო მე ვარ“
კანონის დასამტკიცებლად მეფე წერდა:   “ასეთია ჩემი ნება -სურვილი“
„მეფე მზე“

აქტივობა 6.                                                                        დრო :3 წთ.
 წყაროს ანალიზის შემდეგ  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გააკეთონ პეზენტაცია.

აქტივობა 7.                                                                          დრო:  7 წუთი
რეფლექსია
ორგანიზების ფორმა: საკლასო მუშაობა;
თემის შეჯამების მიზნით მასწავლებელი  მოსწავლეებს უსვამს კითხვებს მის მიერ ახსნილი მასალიდან სთხოვს მოსწავლეებს დაკავშირონ მოვლენები და ფაქტები ერთმანეთს. თვალსაჩინოებისთვის  კითხვები გამომაქვს სლაიდზე. მოსწავლეები აგრეთვე იყენებენ მსოფლიო პოლიტიკურ რუკას.  
 კითხვებია:
1.       რას ნიშნავს აბსოლუტიზმი?
2.       რომელი მეფის დროს მიაღწია  საფრანგეთში აბსოლუტიზმმა განვითარების უმაღლეს მწვერვალს?
3.       რით განსხვავდება აბსოლუტური მონარქია  სახელმწიფოს მმართველობის სხვა ფორმებისაგან მაგალითად მონარქიისგან?;
4.       როგორი იყო მეფე ლუი XIV-ის საშინაო პოლიტიკა;
5.       რატომ ააგო მეფე ლუი XIV პარიზის მახლობლად  ვერსალის სასახლე?
6.       როგორი იყო  ლუი XIV-ის საგარეო პოლიტიკა;
7.        იმსჯელეთ რა  შედეგი მოუტანა  საფრანგეთს ლუი XIV-ის  საშინაო და საგარეო პოლიტიკამ?
8.       იმსჯელეთ  აბსოლუტური მონარქიის  დადებით და უარყოფით მხარეებზე.   როგორ შეაფასებთ აბსოლუტურ მონარქიას როგორც მმართველობის ფორმას.




აქტივობა 8                                                                             დრო: 1 წუთი
საშინაო დავალება:
  მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას და განუმარტავს როგორ უნდა შეასრულონ:  სთხოვს მოსწავლეებს წიგნში არსებულ რუბრიკაზე , ეს საინტერესოა (გვ214) და მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით  დაწერონ  თემა „სულხან საბა ორბელიანის ელჩობა ლუი XIV-ის კარზე“. მოიძიონ მუხრან მაჭავარიანის ლექსი „საბა“.
   მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს საშინაო დავალება გადაუგზავნონ პროგრამა  edmodo-ზე სადაც ის მათ  მისცემს/დაუწერს  კომენტარს.

აქტივობა 9                                                                              დრო: 1 წუთი
რუბრიკაზე დაყრდნობით მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმსაზღვრელ შეფასებას, ხოლო განმავითარებელ შეფასებას აძლებს გაკვეთილის მსვლელობისას
აქტივობა10.                                                                             დრო:3 წუთი
წყვილებში მუშაობის შესაფასებლად გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი ურიგებს  მოსწავლეებს შესავსებად თვითშეფასების რუბრიკას
ორგანიზება
ინდივიდუალური, საერთო საკლასო მუშაობა,წყვილები, მინი პრეზენტაცია.
რესურსი
თემატური რუკა, კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ინტერნეტრესურსი (დოკ. ფილმი „ვერსალი“ https://www.youtube.com/watch?v=tUvqLhx4sjw).
 თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი  წყარო,
PowerPoint -კომპიუტერული საპრეზენტაციო პროგრამა
შეფასება
განმავითარებელი  ( გაკვეთილის მსვლელობისას), განმსაზღვრელი (დანართი 1.)მოსწავლეების თვითშეფასების რუბრიკა (დანართი 2)




კლასი: VII

დანართი 1

კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
1
მოვლენების და თარიღების  ქრონოლოგია
ვერ ალაგებს მოვლენებსა და თარიღებს
ცდილობს დაალაგოს მოვლენები და თარიღები
ნაწილობრივ ალაგებს მოვლენე ბსადა თარიღებს
ალაგებს მოვლენებს და თარიღებს , მაგრამ ვერ ხსნის
ალაგებს , განმარტავს,   ასაბუთებს მოვლენებსა და თარიღებს
2
რუკის,
ისტორიული საშუალებების გამოყენება

ვერ მოიპოვებს ინფორმაციას
ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია
ნაწილობრივ შეუძლია ინფორმაციის მოპოვება
მოიპოვებს ინფორმაციას , მაგრამ არ შეუძლია, განმარტება და  ანალიზი
შეუძლია ინფორმაციის მოპოვება , ანალიზი, განმარტება
3
ცნებებისა და ტერმინების  გამოყენება
არ შეუძლია ცნებებისა  და ტერმინების გამოყენება
ცდილობს გამოიყენოს ცნებები და ტერმინები
ნაწილობრივ შეუძლია ცნებებისა და ტერმინების გამოყენება

ასახელებს ტერმინებს ცნებებს, თუმცა სრულად უჭირს მათი განმარტება
განმარტავს და ადეკვატურად იყენებს ცნებებს/ტერმინებს
4
თანამშრომლობა 
არ თანამშრომლობს
პასიურია, იშვიათად თანამშრომლობს
მეტწილად ინდივიდუალურად   მუშაობს
აქვს პოზიცია , მაგრამ ცდილობს თავისი აზრის მოხვევას
თანამშრომლობს, იზიარებს, წარმოადგენს ერთობლივ ოზიციას
5
საკლასო ჩართულობა

არაა ჩართული საკლასო აქტივობებში
ხანდახანაა ჩართული საკლასო აქტივობებში,  იშვიათად პასუხობს
აქტიურობს , მაგრამ პასუხები არასეორია
აქტიურია, მაგრამ პასუხები მოიცავს უზუსტობებს
აქტიურია, პასუხები კარგად არის ჩამოყალიბებული
6
მოსმენა

არ ისმენს გაკვეთილს
პერიოდულად ისმენს, უყურადღებოა
ისმენს , მაგრამ ვერ გადმოსცემს მოსმენილს
ისმენს , მაგრამ უჭირს   გამართულად აზრის ჩამოყალიბება
ისმენს , გადმოსცემს მოსმენილს,აყალიბებს აზრს გამართულად




დანართი 2

ჯგუფის (წყვილის) წევრების თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
კი
არა
     ნაწილობრივ
აქტიურად ვიყავი ჩარული  ჯგუფის (წყვილის) მუშაობაში

ვიცავდი ჯგუფში  (წყვილის) მუშაობის წესებს

ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი

ჯგუფის(წყვილის) პრეზენტაცია იყო ორიგინალური და შეესაბამებოდა მოთხოვნას

დაცული იყო დროის ლიმიტი

                           







                                                          რეფლექსია
    ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო:  მოსწავლეებს  შეეადარებინათ  სახელმწიფო მმართველობის  ხსვადასხვა ფორმები ერთ ეპოქაში , ემსჯელათ მონარქიის და აბსოლუტური მონარქიის განვითარების  დადებით და უარყოფით მხარეებზე,  ლუი XIV -ის მიერ არჩეული  საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე, ემსჯელათ  ლუი XIV -ის,   პოლიტიკური მოღვაწის, მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.   ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს განევითარებინათ მსჯელობის, წყაროზე მუშაობის, ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობის ,პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
        მოსწავლეებს განვუმარტე გაკვეთილის მიზანი, მიზანი  დავაკავშირე თემის გრძელვადიან მიზნებთან, რაც ემყარებოდა მათ წინარე ცოდნას და გამოცდილებას. გამოწვევის ფაზაზე  წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს დავუსვი კითხვები განვლილი მასალიდან, მოსწავლეებმა გაიხსენეს XVII  ს-ის დასაწყისის საფრანგეთი.
      გაკვეთილის გეგმის მიხედვით ინტერაქტიული ლექციის დაა PowerPoint -ის  საპრეზენტაციო პროგრამის  საშუალებით მოსწავლეებს მივაწოდე ახალი მასალა  თემიდან ლუი XIV.  მიზნობრივად გამოვიყენე სასწავლო რესურსი რომელიც ყველასათვის საინტერესო,მამოტივირებელი და  თანაბრად ხელმისწვდომი იყო. მოსწავლეებს სლაიდების საშუალებით ვაჩვენე ლუი XIV-ის , კარდინალ მაზარინის, საფრანგეთში არსებული სამი წოდების, ლუვრის, ვერსალის სასახლის, ესპანეთის, საფრანგეთის, კანადის, ლუიზიანის, ვესტ-ინდოეთის თემატურ რუკები, სამწუთიანი დოკუმენტური ფილმი „ვერსალი“. მოსწავლეებმა იმუშავეს მსოფლიო პოლიტიკურ რუკასთან, დაამყარეს საგანთაშორის კავშირი, გაიხსენეს გეოგრაფიაში მიღებული ცოდნა. ახლი მასალის ახსნისას ვაძლევდი   უცხო სიტყვების განმარტებას , მოსწავლეები  თავად იყენებდნენ  და განმარტავდნენ ტერმინოლოგიას.
 ჩემს მიერ მიწოდებული  ინფორმაცია კარგად იყო სტრუქტურიზებული. აქტივობების დროს დასმულმა შეკითხვებმა ხელი შეუწყო  საკითხის გააზრებას და მსჯელობას.
კითხვები  თანამიმდევრული იყო,მარტივიდან რთულისკენ,  რაც უწყობდა ხელს მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას და ემსახურებოდა გაკვეთილის მიზნის მიღწევას. გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად მოსწავლეები იყვნენ კითხვის დასმის ინიციატორები, მსჯელობდნენ, აჯამებდნენ, თანმიმდევრულად, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით თავად გამოქონდათ დასკვნები.   
  ჩემი მითითებები დავალებებთან დაკავშირებით საკმაოდ სწორად და მარტივად იყო მიწოდებული, ინსტრუქციები იყო  მკაფიო და მოიცავდა მოსწავლეთა სავარაუდო შეცდომების პრევენციას  რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების მიერ ამ დავალებების შესაბამისად შესრულებას. წყარო ,რომელზეც იმუშავეს წყვილებში (აქტივობა 5 ), შექმეს ლუი XIV-ის გამონათქვამების მიხედვით, მეფის სიტყვიერი პორტრეტი, დაეხმარა მათ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.   ამ უნარების განვითარებას ემსახურება აგრეთვე   მიცემული  საშინაო დავალება .
      გაკვეთილის მიმდინარეობისას ურთიერთობა იყო კეთილგანწყობილი,  ის ეფუძვნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას,  ამან მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა  განსხვავებული მოსაზრებების თავისუფლად  გამოხატვის.  
    გაკვეთილის მსვლელობისას ფიზიკური გარემო შეესაბამებოდა აქტივობებით გათვალისწინებულ ორგანიზების ფორმებს. ვთვლი, რომ კომუნიკაცია ჩემსა და მოსწავლეებს შორის შედგა,  მრავალფეროვანი, მამოტივებელი აქტივობებისა და სტრატეგიების გამოყენების წყალობით  გაკვეთილი ბოლომდე ხალისიანად და დინამიურად მიმდინარეობდა. 
   გაკვეთილის მსვლელობისას გეგმისა და განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირების საჭიროება არ ყოფილა.
   გაკვეთილი იყო ინტერაქტიული,  კლასის ძირითადი ნაწილი ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში, თუმცა რამდენიმე მოსწავლემ არ მიიღო აქტიური მონაწილეობა აქტივობებში.
ვთვლი რომ უნდა გამომეყნებინა დიფერენცირებული  დავალებები, რათა ყველა მოსწავლე, თავისი შესაძლებელებობის შესაბამისად ყოფილიყო ჩართული. შემდეგი გაკვეთილისთვის შევეცდები  გამოვასწორო ეს ხარვეზი  და ყველა  მოსწავლე ჩავრთო   სასწავლო პროცესში.